03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ბრძოლა სამხატვრო აკადემიის რექტორობისთვის

14 ოქტომბერს სამხატვრო აკადემია ახალ რექტორს ირჩევს. მხარეები ერთმანეთს სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ და აცხადებენ, რომ სისტემა მხოლოდ რექტორისა და ადმინისტრაციის ინტერესებზეა მორგებული.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 2 კანდიდატს, - გია გუგუშვილს და ნანა იაშვილს, მიეცა. არჩევნებში მონაწილეობა მხატვარ გია ეძგვერაძესაც უნდა მიეღო რომლის კანდიდატურასაც სტუდენტები უჭერდნენ მხარს. თუმცა, აკადემიამ დებულებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც რექტორობის კანდიდატი დარგობრივი პროფესორი უნდა ყოფილიყო.

ეძგვერაძისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა აკადემიის სტუდენტებში პროტესტის მიზეზი გახდა.   

ამ საკითხებზე საუბრობდნენ დღეს რექტორობის კანდიდატები და მესამე მხარე, რომელსაც სტუდენტები და აკადემიკოსები წარმოადგენენ. სტუდენტები მაისში აკადემიის დებულებაში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ. რექტორობის კანდიდატები კი მიიჩნევენ, რომ აკადემიის რექტორისთვის დარგობრივი პროფესორობა სავალდებულოა. 

დღის ამბები