2014 წლის 1 ივლისიდან რუსთავი 2-ის ეთერში გადიოდა ყოველკვირეული იუმორისტული გადაცემა "სოციალური ცელი". გადაცემის წამყვანები - ნიკა ქავთარაძე, გოჩა თანდარაშვილი და ზაქრო ინწკირველი მიმოიხილავდნენ ქართულ ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში აქტუალურ კვირის თემებს პოლიტიკის, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროებიდან.
გადაცემის წამყვანების განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ინტერნეტმომხმარებლების დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენებისადმი - მათ სტატუსებს, პოსტებს, კომენტარებს და ა.შ.