112-ე წუთზე კირე მარკოსკის გოლმა რაბოტნიჩკის ევროპის ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოუტანა.
მაკედონიურმა კლუბმა ტრაბზონსპორთან თურქეთში გამართულ მატჩში, სასურველ შედეგს მძიმე ბრძოლაში მიაღწია, ჯერ მასპინძელთაგან 55-ე წუთზე გოლი გაუშვა, შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე კი დუშკო ტრაიჩევსკის გაძევების გამო 10 კაცით დარჩა მოედანზე. მატჩი დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც რაბოტნიჩკი შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილ გუნდზე უკეთ გამოიყურებოდა.
სენსაციური შედეგი დაფიქსირდა რუმინეთში, სადაც ადგილბრივმა ასტრამ ვესტ ჰემს მოუგო და პრემიერლიგის გუნდი ევროთასებს მიღმა დატოვა.
ევროპის ლიგაზე გამართული მატჩები ასე დასრულდა:
ინტერი ბაქო - ბილბაო 0:0 (0:2)
გაბალა - აპოლონი ლიმასოლი 1:0 (1:1)
ომონია - ბრონდბიუ 2:2 (0:0)
რუბინი - შტურმი გრაცი 1:1 (3:2)
გიმარაეში - ალტახი 1:4 (1:2)
შმონა - ლიბერეცი 0:3 (1:2)
გიოტებორგი - ბელენენსეში 0:0 (1:2)
ბაშაქშეჰირი - ალკმაარი 1:2 (0:2)
ოდ - ელფსბორგი 2:0 (1:2)
როსენბორგი - დებრეცენი 3:1 (3:2)
სტრომგოდსეტი - ჰაიდუკი სპლიტი 0:2 (0:2)
ტრაბზონსპორი - რაბოტნიჩკი 1:0 დ.დ. 1:1 (0:1)
ვორსკლა - ჟილინა 2:0 დ.დ. 3:1 (0:2)
დინამო მინსკი - ციურიხი 0:1 დ.დ. 1:1 (1:0)
აეკ ლარნაკა - ბორდო 0:1 (0:3)
ვადუცი - თუნი 2:2 (0:0)
კოპენჰაგენი - იაბლონეცი 2:3 (1:0)
ასტრა - ვესტ ჰემი 2:1 (2:2)
ატრომიტოსი - აიკ 1:0 (3:1)
სენტ ეტიენი - ტირგუ მურესი 1:2 (3:0)
ვითესი - საუთჰემპტონი 0:2 (0:3)
ჟელეზნიჩარი - სტანდარდი 0:1 (1:2)
ზორია - შარლერუა 3:0 (2:0)
სპარტაკი ტრნავა - პაოკ 1:1 (0:1)
სლოვანი ბრატისლავა - კრასნოდარი 3:3 (0:2)
ბორუსია დორტმუნდი - ვოლფსბერგი 5:0 (1:0)
აბერდინი - ყაირატი 1:1 (1:2)
ლეგია - კუკესი 1:0 (3:0 ტექნიკური მარცხი)
ვოივოდინა - სამპდორია 0:2 (4:0)
წყარო: UEFA.com