17 ნოემბერი 2024,   12:18
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში ჩინეთში ჩატარდება

ტოკიოში საერთაშორისო საკალათბურთო ასოციაციის (FIBA) სხდომაზე გაირკვა, რომ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ჩინეთი უმასპინძლებს.

ქვეყნის განაცხადი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოვილმა ვარსკვლავმა იაო მინგმა წარადგინა.

მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩატარდება. 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე გაიმართება შესარჩევი ტურნირი. ფინალურ სტადიაში კი მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ჩინეთს კონკურენციას ფილიპინები უწევდა. 

 

 

 

 

 

ფოტო: fiba.com

ვიდეო: fiba.com

დღის ამბები