მარსელის ხელმძღვანელობა განაგრძობს გუნდისთვის მთავარი მწვრთნელის ძიებას.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კლუბის პრეზიდენტი ესაუბრა დორტმუნდის ბორუსიას ყოფილ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს, რომელიც ამჟამად უმუშევარია.
მარსელის უმწვრთნელოდ მას შემდეგ დარჩა, რაც თანამდებობა დატოვა მარსელო ბიელსამ. არგენტინელმა გუნდის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუნდი საკუთარ მოედანზე საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში კანთან დამარცხდა.
წყარო: foot 365