დინამო არენაზე გამართულ შეხვედრაში მაყურებლმა 9 გატანილი გოლი იხილა, რომელიც სარეკორდო მაჩვენებელია სუპერთასის ისტორიაში. ბარსელონამ სევილია დაძაბულ ბრძოლაში 5:4 დაამარცხა და მეხუთედ მოიპოვა UEFA-ს სუპერთასი.
შეხვედრის მესამე წუთზე ევერ ბანეგამ სევილიური კლუბი დააწინაურა.10 წუთიან მონაკვეთში ლიონელ მესიმ საჯარიმო დარტყმით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ბარსელონა წინ გაიყვანა. პირველი ტაიმის მიწურულს რაფინიამ ორამდე გაზარდა ბლაუგრანას უპირატესობა - 3:1.
მეორე ტაიმი კატალონიური კლუბის ინიციატივით დაიწყო. 52-ე წუთზე ლუის სუარესმა გაიტანა გოლი - 4:1. ამის შემდეგ სევილიამ მთელი ძალებით შეუტია ბარსელონას კარს, რასაც ხოსე ანტონიო რეიესის გოლი მოჰყვა. 72-ე წუთზე კი კევინ გამეირომ გატანილი პენალტით, სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ძირითადი დროის საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა უკრაინელმა თავდამსხმელმა, ევგენი კონოპლიანკამ 82-ე წუთზე დააფიქსირა - 4:4
გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები დაინიშნა. 115-ე წუთზე გამარჯვების გოლის ავტორი პედრო როდრიგესი გახდა.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა.
ფოტოები ბარსელონას Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.