17 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
ლიონელ მესი – „მადლობა თბილისს მხარდაჭერისთვის“

ლიონელ მესი მხადაჭერისთვის თბილისს მადლობას უხდის. UEFA-ს  ვეგგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, არგენტინელი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ მოედანზე.

„მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის. მართლაც ისეთი შეგრძნება იყო, რომ ჩვენ ვიყავით მასპინძლები“, – განაცხადა მესიმ.

სევილიას მთავარი მწვრთნელისთვის ბარსელონასთან მოუგებელი მატჩების სერია გრძელდება. უნაი ემერის მიერ გაწვრთნილი გუნდები უკვე 20 მატჩია ვერ ახერხებენ კატალონიური კლუბის დამარცხებას. თბილისში წაგება რიგით მეთოთხმეტეა. ამის მიუხედავად, მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სევილიას მთავარი მწვრთნელი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო. საქებარი სიტყვები ოპონენტის მიმართ არც ბარსელონას წარმომადგენლებმა დაიშურეს.

ლუის ენრიკე: მე–3-ე წუთზე ვაგებდით, 50 წუთში მატჩი თითქმის დავასრულეთ, მაგრამ ასეთი ძლიერი გუნდი რომ გიპირისპირდება, ეს ყოველთვის გამოწვევაა. გულშემატკივრებისთვის, ეს შესანიშნავი მატჩი იყო. კმაყოფილი ვარ და ახლა უკვე ესპანეთის სუპერთასზე ვფიქრობთ.

ლიონელ მესი: მატჩის დასაწყისი ოდნავ უცნაური გამოდგა. ჩვენ ვაგებდით. თუმცა, თამაში გამოვასწორეთ და გოლებიც გავიტანეთ. 60 წუთის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ მოვეშვით და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მივეცით. საბედნიეროდ, მაინც მოვახერხეთ გამარჯვება.

უნაი ემერი: მინდა ბარსელონას მივულოცო. ახლა რთულია ისაუბრო რა არის უსამართლო და რა არა. შედეგი სამართლიანია, მაგრამ თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობ მეტიც მიღწევა შეგვეძლო. ვამაყოფ ჩემი გუნდით. ჩვენ ღირსეულად ვეთამაშეთ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს.

 

 

წყარო: UEFA.com

 
დღის ამბები