ფორმულა 1–ის ყოფილ პილოტ გერჰარდ ბერგერს მიაჩნია, რომ სებასტიან ფეტელს შეუძლია მიხაელ შუმახერის მსგავს წარმატებებს მიაღწიოს.
„სებასტიან საქმეს ისევე ბეჯითად უდგება, როგორც შუმახერი. სწორედ ეს არის იმის მთავარი მიზეზი, რომ ფერარი წლევანდელ სეზონში კარგად გამოიყურება“, – განაცხადა გერჰარდ ბერგერმა.
ამჟამად სებასტიან ფეტელი საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზე იმყოფება. სეზონის დასრულებამდე 9 რბოლით ადრე გერმანელი პილოტი ლიდერ ლიუის ჰემილტონს 42 ქულით ჩამორჩება.
წყარო: Motorsport Total