17 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
დიურანტმა ვარჯიში განაახლა

ტრავმით გამოწვეული 6 თვიანი შესვენების შემდეგ, კევინ დიურანტმა პირველი სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა.

ოკლაჰომას კალათბურთელმა შეერთებული შტატების ნაკრებთან ერთად ივარჯიშა, რომელიც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის საწვრთნელ შეკრებას მართავს.

„გახსოვთ ის გრძნობა, რომელიც ბავშვობისას შობის დროს გეუფლება? დაახლოებით ასე ვგრძნობ თავს ახლა“. – განაცხადა დიურანტმა. 

შეერთებული შტატების ეროვნული გუნდის შეკრებას 34 კალათბურთელი ესწრება. მათგან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მხოლოდ 12 მიიღებს.

 

 

 

 

წყარო: NBA.com

დღის ამბები