საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას, თბილისის მერიის თასზე მონაწილეობით განაგრძობს.
ტურნირზე, საქართველოს გარდა, იტალიის, ესტონეთისა და ლატვიის ნაკრებები იასპარეზებენ.
საერთაშორისო ტურნირი 14 აგვისტოს აიღებს სტარტს და სამ დღეს გაგრძელდება. ბილეთების ყიდვა კი მსურველებს, სპორტის სასახლის სალაროებში, უკვე დღეიდან შეეძლებათ.