მანჩესტერი და სიტი პედროს შეძენის შესახებ მოლაპარაკებებს ბარსელონასთან ესპანეთის სუპერთასის შემდეგ განაახლებენ.
იუნაიტედმა კატალონიურ კლუბს ოფიციალურად უკვე შესთავაზა 25 მილიონი ევრო და კიდევ 5 მილიონი ბონუსის სახით თუ პედრო ინგლისში წარმატებით ითამაშებს.
სიტის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს, მაგრამ ესპანური პრესის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი შედგა,რა დროსაც მანჩესტერ სიტის წარმომადგენელმა აუხსნა ესპანელ კოლეგას რომ ისინი მზად არიან პედროში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ და კიდევ ორი მილიონი ბონუსის სახით დაამატონ.
წყარო: El Mundo Deportivo