ბოსნიელმა თავდასხმელმა ედინ ჯოკომ განაცხადა, რომ ახალი გუნდის შემადგენლობაში ტიტულების მოგების იმედი აქვს.
„შემიძლია გუნდის გულშემატკივრებს მხოლოდ ერთ რამეს დავპირდე - ყველა მატჩში ბოლომდე დავიხარჯები. რომასთან ერთად ბევრი ტიტულის მოგება მინდა“, – განაცხადა ბოსნიელმა ფორვარდმა.
ედინ ჯეკო რომაში ერთწლიანი იჯარის საფუძველზე ჩაირიცხა, რომლის ღირებულება 4 მილიონი ევროა.
სურვილის შემთხვევაში 1 წლის შემდეგ, იტალიურ კლუბს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვაც შეუძლია. ამისთვის რომამ სიტის კიდევ 11 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
წყარო: asroma.it