ავსტრალიელი ჩოგბურთელი შვეიცარიელი მეტოქის პროვოცირებას მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა.
ერთ-ერთი გათამაშების დროს ნიკ კირიოსი მივიდა ვავრინკასთან და უთხრა, რომ მის მეგობარს, ავსტრალიელ ჩოგბურთელს ტანასი კოკინაკისს ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა შვეიცარიელის მეგობარ გოგონასთან.
ფრაზა ეთერში მოხვდა - „კოკინაკისმა შენი გოგო ... ბოდიში მეგობარო“.
პრესის ვარაუდით კირიოს მხედველობაში ხორვატი ჩოგბურთელი დონა ვეკიჩი ჰყავდა.
„ვავრინკა სულ მეუბნებოდა რაღაცეებს. ასე რომ მე ეს უბრალოდ ვთქვი“, -განაცხადა კირიოსმა მატჩის დასრულების შემდეგ.
შვეიცარიელი ჩოგბურთელის მწვრთნელი ავსტრალიელს ტვიტერზე გამოეხმაურა.
„იმედია გყავს გარშემო ხალხი, ვინ ცხოვრებას გასწავლის“, - მიმართა მაგნუს ნორმანმა კირიოს.
თავად ვავრინკა ძალიან განაწყენებულია კოლეგაზე და აღნიშნა, რომ ასეთ რამეს მტერსაც არ ეტყოდა.
„იმედი მაქვს ჩვენი სპორტის ხელმძღვანელი ორგანო ამას შეუმჩნეველს არ დატოვებს“, - განაცხადა ჩოგბურთელმა.
შვეიცარიელი და ავსტრალიელი სპორტსმენები ერთმანეთს მონრეალის ტურნირზე შეხვდნენ. ვავრინკამ მატჩის დასრულება ტრავმის გამო ვერ მოახერხა და მომდევნო ეტაპზე კირიოსი გავიდა. მესამე წრეში ის ამერიკელ ჯონ ისნერს დაუპირისპირდება.
წყარო: Mirror