17 ნოემბერი 2024,   12:18
ვრცლად
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბერძნულ-რომაულ სტილში მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 5 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

ჩემპიონის ტიტული გელა ბოლქვაძემ (74 კგ), ნიკოლოზ კახელაშვილმა (96 კგ), რამაზ ზოიძემ (66 კგ) და ზვიად პატარიძემ(120 კგ) მოიპოვეს. ვერცხლის მედალი კი ნუგზარ წურწუმიას (50კგ) ანგარიშზეა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 60 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორეზე აზერბაიჯანი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი რუსეთის ნაკრებმა დაიკავა.

დღეს და ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე გოგონები იასპარეზებენ.

 

 

 

 

ფოტოებს ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს.

დღის ამბები