17 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
მარეიმ ჯოკოვიჩთან წაგებათა სერია შეწყვიტა

მონრეალში დასრულებული როჯერსის თასი ენდი მარეიმ მოიგო.

ფინალში ბრიტანელმა ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:4, 4:6, 6:3 დაამარცხა. როჯერსის თასამდე ენდი მარეის სერბ ჩოგბურთელთან ზედიზედ 8 მატჩი წააგო.

3 საათიანი შეხვედრის მესამე სეტში ბრიტანელმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, როდესაც ზედიზედ მოიგო პირველი სამი გეიმი.

ჯოკოვიჩისთვის კი დასრულდა მასტერსის სერიის ტურნირებში 30 მატჩიანი მოგებათა სერია.

 

 

 

 

წყარო: BBC

დღის ამბები