ჩარლზ ბარკლიმ, რომელიც ახლა სატელევიზიო ექსპერტად მუშაობს, იმედოვნებს, რომ კობი ბრაიანტი კარიერის დასრულების გადაწყვეტილიბას უახლოეს მომავალში მიიღებს.
„კობის საუკეთესო წლები დასრულებულია. ის უნდა წავიდეს. შესაძლოა მეც ეს რამდენიმე წლით ადრე უნდა გამეკეთებინა. მოხუცი ადამიანი უფრო ჯანმრთელი არ ხდება. ის კვდება. ზაფხულში შესაძლოა იყო კარგ ფორმაში, რადგან მეტოქე არავინ გყავს“, – განაცხადა ბარკლიმ.
თავად ბრაიანტი მინიმუმ ერთი სეზონის თამაშს აპირებს. ლეიკერსის კალათბურთელის თქმით, ის გადაწყვეტილებას მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს.
წყარო: Fox Sports