17 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
ჰიტცფელდი - "ბაიერნში გიოტცეს არ ენდობიან"

ოტმარ ჰიტცფელდის თქმით, მისი ყოფილი გუნდი თავის საფირმო სტილსა და გერმანულ მენტალიტეტს კარგავს.

„გუნდი ტოვებს ფეხბურთელთა გერმანულ ბაზარს. კროოსი და შვაინშტაიგერი შეცვალეს ალონსომ და ვიდალმა. ორივე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ აქ ვხედავ პრობლემას. ბაიერნი მუდამ გამოირჩეოდა თავისი სტილით და ბრძოლისუნარიანობით. უცხოელი ფეხბურთელების შეძენით კი მიუნჰენელები ამას შორდებიან“, - განაცხადა ბაიერნის ყოფილმა მწვრთნელმა.

ჰიტცფელდის აზრით, ბაიერნში არ გიოტცეს ენდობიან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგლას კოშტაში 30 მილიონ ევროს არ გადაიხდიდნენ.

 

 

 

წყარო: Focus

დღის ამბები