ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, კლუბ საგარეჯოს მოკრივეებმა, ოთარ ერამოსიანმა (60 კგ) ვერცლის, ზაალ კვაჭატაძემ კი (75 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
გამარჯვებულებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის ლიცენზიაც მიიღეს.
ტურნირში სულ 37 ქვეყანა მონაწილეობდა.