ხერარდ პიკემ მოუბოდიშა ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩის მსაჯს.
„დაუშვებელია ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება. ბოდიშს ვიხდი ჩემი საქციელის გამო. თამაში ძალიან დაძაბული იყო“, – წერს პიკე სოციალურ ქსელში.
მსაჯის გინებისთვის პიკეს 12 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. გადაწყვეტილებას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში მიიღებს.
წყარო: პიკეს Twitter–ის ოფიციალური გვერდი.