მადრიდის რეალმა ბერნაბეუს თასი თურქულ გალათასარაისთან გაითამაშა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
პირველი გოლი მე-17-ე წუთზე ნაჩო ფერნანდესმა გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში გალათასარაიმ გაათანაბრა, თავი ვესლი სნეიდერმა გამოიჩინა. ბლანკოსს გამარჯვება ბრაზილიელმა მცველმა, მარსელომ, ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე მოუტანა.
ვიდეო: მადრიდის რეალის Facebook - ის ოფიციალური გვერდი.