17 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
მარადონა შეხვდა მსაჯს, რომელმაც მისი ხელით გატანილი გოლი ჩათვალა

დიეგო მარადონამ ალი ბენ ნასერს ბოდიში მოუხადა და კიდევ ერთხელ აღიარა, რომ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისთან მატჩში პირველი გოლი წესების დარღვევით გაიტანა.

ალი ბენ ნასერი იმ შეხვედრის მთავარი მსაჯი იყო. ტუნისში მასთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები არგენტინელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნა.

„ემოციური შეხვედრა იყო. მე მას ვაჩუქე არგენტინის ნაკრების მაისური, მან კი გადმომცა იმ მატჩის სურათი, რომელიც სახლში ჰქონდა“, – წერს მარადონა.

 

 

 

 

წყარო: მარადონას facebook-ის ოფიციალური გვერდი

 

დღის ამბები