17 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
სიტი დე ბროინეს წელიწადში 20 მილიონს სთავაზობს

კევინ დე ბროინემ შესაძლოა, ხვალ ვოლფსბურგის რიგებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატაროს.

სიტიმ ფეხბურთელს იმდენად მაცდუნებელი წინადადებით მიმართა, რომ ბელგიელმა კლუბის გენერალურ მენეჯერს, კლაუს ალოფს, მანჩესტერში გადაბარგების მზადყოფნის შესახებ შეატყობინა.

მანჩესტერული კლუბი დე ბროინეს გარანტირებული ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობს. მისი თამაშიდან გამომდინარე კი, ბონუსების რაოდენობა შესაძლოა, კიდევ 10 მილიონ ევროს გაუტოლდეს.

გერმანული გაზეთი BILD ბრიტანულ პრესაზე დაყრდნობით ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, დე ბროინემ შაბათს კიოლნის წინააღმდეგ ბუნდესლიგის მეორე ტურის მატჩში თამაშიც კი ვერ მოასწროს და სასწრაფოდ ინგლისში გაემგზავროს.

 

წყარო: BILD

 
დღის ამბები