17 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
სმიტი კლივლენდში ითამაშებს

ჯეი არ სმიტი მომავალ სეზონშიც კლივლენდში ითამაშებს. თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე კალათბურთელმა გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხელშეკრულების თანახმად, ის ჯამში 10 მილიონ დოლარს მიიღებს და სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება, გუნდთან თანამშრომლობა ერთ წელიწადში გაწყვიტოს.

ამავე დროს სმიტს ექნება უფლება, დაადოს ვეტო კლივლენდის მიერ ნებისმიერ სახის გარიგებას, რომელიც მის გაცვლას ან სხვა გუნდში გასხვისებას გულისხმობს.

გასულ სეზონში 29 წლის კალათბურთელმა 88 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ თამაშში 12.1 ქულას აგროვებდა.

 

 

წყარო: ESPN

 
დღის ამბები