მას შემდეგ, რაც იუნაიტედმა ვერ შეძლო ბარსელონადან პედროს დამატება, კლუბი გარეტ ბეილის შეძენას ისევ შეეცდება.
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ვან გაალს მეგობრებთან შეხვედრის დროს უთქვამს, რომ რეალის ფეხბურთელის დარწმუნება, დატოვოს მადრიდი და მანჩესტერში გადავიდეს, შესაძლებელია.
ჰოლანდიელ მწვრთნელს და მანჩესტერის ხელმძღვანელს, ედ ვუდვარდს, მიაჩნიათ, რომ ახლა, როდესაც კლუბმა ჩემპიონთა ლიგაში თამაში თითქმის გაინაღდა (დაამარცხა ბრიუგე 3:1), ამის გაკეთება ბევრად მარტივი იქნება.
გარდა ბეილისა, იუნაიტედის ინტერესთა სფეროში რჩება მიუნჰენის ბაიერნის ნახევარმცველი, ტომას მიულერი.
წყარო: DAILY MAIL