17 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგა – ესპანელების რეკორდი

განმეორებით მატჩში მონაკოსთან დამარცხების მიუხედავად ვალენსია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაიინც მოხვდა, რითაც ტურნირის რეკორდი დაამყარა.

ესპანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 5 გუნდით იქნება წარმოადგენლი.

ბარსელონა, რეალი და ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პრიმერა დივიზიონში პირველი სამი ადგილის დაკავების შედეგად მოხვდნენ. სევილია ტურნირში მონაწილეობას, როგორც ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებული, მიიღებს. მათ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევით შეუერთდა ვალენსიაც.

„მინდა, მივულოცო მონაკოს. მათ შესანიშნავად ითამაშეს და ღირსეულად იბრძოლეს. თუმცა, ჩვენ შევძელით მიზნის მიღწევა და ახლა, როდესაც ძირითად ბადეში მოვხვდით, გუნდის გაძლიერებაზეც ვიფიქრებთ,“ – განაცხადა მატჩი შემდეგ ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ეშპირიტუმ.

ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება ასვე მოიპოვეს ზაგრების დინამომ, მაკაბიმ, მალმიომ და შახტარმა.

დინამოზაგრები – სკენდერბიუ 4:1 (2:1)

მაკაბითელავივი – ბაზელი 1:1 (2:2)

მალმიო – სელტიკი 2:0 (2:3)

მონაკო – ვალენსია 2:1 (1:3)

შახტარი – რაპიდი 2:2 (1:0)

 

 

წყარო: UEFA.com

 
დღის ამბები