16 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
"კრიშტიანო რონალდომ თანაგუნდელს პენალტის დარტყმა აიძულა"

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანო რონალდომ, თანაგუნდელ ჟოაო მოუტინიოს პოლონეთთან თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტის დარტყმა აიძულა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

მოუტინიო უარს ამბობდა პენალტის დარტყმაზე, თუმცა რონალდომ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმების შემდეგ თანაგუნდელს დარტყმის შესასრულებლად მიუთითა. მოუტიონიომ სერიაში მესამე პენალტი წარმატებით დაარტყა და საბოლოო ჯამში პორტუგალიამ პოლონეთი 5:3 დაამარცხა.

ნახევარფინალში პორტუგალია უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

 

წყარო:  Cuatro

ამავე თემაზე
დღის ამბები