ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა, მურმან მალანიამ, კანოეში მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
18 წლის მალანიამ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 200-მეტრიანი დისტანცია 41, 663 წამში დაფარა. ფინალში კი შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესა.
მსოფლიოს ჩემპიონი რუსი ალექსანდრ ტუტაევი გახდა, მესამე ადგილზე კი უნგრელი კონრად ნემედი გავიდა.