გვიან ღამით, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები რიო დე-ჟანეიროში გაემგზავრნენ. მოჭიდავეები გულშემატკივარმა, ოჯახის წევრებმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა გააცილეს.
ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს სახელით ექვსი სპორტსმენი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი, იაკობ მაქარაშვილი, სანდრო ამინაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე და გენო პეტრიაშვილი იასპარეზებენ.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ოლიმპიადაზე გამოსვლას 19 აგვისტოდან დაიწყებენ.