საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ნაკრების პარაოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო.
პარალიმპიურმა კომიტეტის თავმჯდომარის, ფილიპ კრეივენის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი რიჩარდ მაკლარენის დასკვნა გახდა, რომელშიც რუსების დოპინგ-სკანდალში ჩართულობაზე იყო საუბარი. კრევივენი კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობს, რომელშიც რუსეთის მთავრობაც აქტიურად მონაწილეობდა, კერძოდ საუბარია 13 დოპინგსინჯზე, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გაქრა.
გადაწყვეტილების თანახმად, რუსი პარალიმპიელები მონაწილეობას ვერ მიიღებენ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, რომელსაც რიო ძირითად ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ანუ 7-დან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.