რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა შავდათუაშვილმა რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას.
ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა, რეპეშაჟში რუსი დენის იარცევი იპონით დაამარცხა. გამარჯვება კი რუსი სპორტსმენისთვის კიმონოზე ქართული დროშის ჩვენებით აღნიშნა.
"საქართველოს გაუმარჯოს" - ამ შეძახილებით შეხვდნენ შავდათუაშვილის გამარჯვებას გულშემატკივრები.