15 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

ევროპის რაგბის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრებმა დინამო არენაზე რუსეთის გუნდს უმასპინძლა და მეტოქე 28:14 დაამარცხა.

პირველ ტაიმში გიორგი კოშაძისა და ვასილ ლობჟანიძის ლელოებს, მეორე ნახევარში კიდევ ორი დაემატა - ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა და თავი დავით კაჭარავამ გამოიჩინა. ოთხივე ლელო მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად გარდასახა. რუსებმა კი მეორე ტაიმში ორი საპასუხო ლელოს დადება მოახერხეს.

19 მარტს მილტონ ჰეიგის გაწვრთნილ გუნდს თამაში რუმინეთში მოუწევს და გამარჯვების შემთხვევაში რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეშვიდედ, სულ კი მეათედ დაისაკუთრებენ. საქართველოს ნაკრებმა რუსეთთან მატჩში ბონუს-ქულის აღება ვერ მოახერხა და ახლა ბუქარესტში მარცხის შემთხვევაში პირველ ადგილს დაკარგავს. პრინციპული დაპირისპირება რუმინეთში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები