15 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
FIFA-ში 22-თვიანი გამოიძიება დასრულდა

FIFA-ში 22-თვიანი შიდა გამოიძიება დასრულდა, რომლის მიზანიც იყო გამოევლინა ის ჩინოვნიკები, რომლებიც სხვადასხვა დროს გარიგებულ და ჩაწყობილ თამაშებზე პირდაპირ ან ირიბად მონაწილებდნენ.

გამოიძიების მსვლელობისას 2 მილიონზე მეტი დოკუმენტი იქნა გადამოწმებული, რომელიც შვეიცარიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას გადაეცა საბოლოო დასკვნისთვის.

შეგახსენებთ, გამოიძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2015 წელს სამხრეთ ამერიკაში, კორუფციის ბრალდებით, FIFA-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს. ორგანიზაციაში განვითარებული პროცესების შედეგად 2015 წელს, ორგანიზაციის პრეზიდენტი ზეპ ბლატერი 6 წლით საფეხბურთო საქმიანობას ჩამოაშორეს, გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე კი 10 წლით . თანამდებობის დატოვება მოუწია UEFA-ს პრეზიდენტსაც. მიშელ პლატინი ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებში მთავარ დამნაშავედ ზეპ ბლატერს მიიჩნევს.

დღის ამბები