3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ასე დაასრულა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან პრი ოლიმპიურ სასახლეში.
ლუხუმ ჩხვიმიანისა და ლაშა გიუნაშვილის მიერ მოპოვებულ ოქროებსა და ამირან პაპინაშვილის ვერცხლს, გუშინ მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა კიდევ ერთი ოქრო მიამატა.
საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან-პრიზე გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა, რამდენიმე წონით კატეგორიაში გუნდის 1-2 ნომრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 20-23 აპრილს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარდება.