როჯერ ფედერერმა 2017 წელს მესამე ტიტული მოიგო. ავსტრალიის ღია პირველობის, ინდიან უელსის შემდეგ ფედერერი მაიამის მასტერსის გამარჯვებულია.
ტურნირის ფინალში 35 წლის ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალი 2 სეტში - 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 35 წუთი გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფედერერმა ესპანელს მესამედ მოუგო.
ფედერერმა კარიერაში 91-ე ტიტული მოიპოვა და ამასთანავე 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ვეტერანი ჩოგბურთელი ამჟამად ATP-ის რეიტინგში მეოთხე პოზიციას იკავებს, ნადალი კი მე-5 ადგილზე იმყოფება.