გოლდენ სტეიტის ლიდერი, სტეფ კარი ჯეიმს კორდენის ცნობილი შოუს სტუმარი იყო. ამერიკელი კალათბურთელი ცდილობდა CBS-ის წამყვანისთვის საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გვარის სწორად წარმოთქმა ესწავლებინა.
სახალისო ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და ქართველ გულშემატკივრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.