დინამო თბილისმა საჩხერის ჩიხურა 2:1 დაამარცხა და მეხუთე ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, პირველ პოზიციას ჩიხურა იკავებს.
დინამომ ანგარიში მე-12 წუთზე გიორგი ჩიკვილაძის გოლით გახსნა. წონასწორობა გიორგი ივანიშვილმა 69-ე წუთზე აღადგინა, გამარჯვების ბურთი დინამოელმა გიორგი ზარიამ 85-ე წუთზე ეფექტური დარტყმით გაიტანა.
ამავე ტურში ფოთის კოლხეთი საკუთარ მოედანზე ლოკომოტივთან 0:5 დამარცხდა. ტორპედოსა და დილას შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, ბათუმის დინამომ კი ქობულეთის შუქურა 2:0 დაამარცხა.
ფოტო; დინამოს Facebook-ის გვერდი.