ზაზა ფაჩულიას გუნდი გოლდენ სტეიტი NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულია. ოქროს შტატელებმა სტუმრად ფინიქსი 120:111 დაამარცხეს და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდეს პირველობა.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 18:02 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 4 ქულა, 2 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა. საუკეთესო შედეგი კი სტეფ კარიმ აჩვენა, რომელმაც 42 ქულა მიითვალა.
გოლდენ სტეიტს 65 გამარჯვება და 14 მარცხი აქვს, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგია, მეორე ადგილზე მყოფსან-ანტონიოს კი 60 გამარჯვება და 18 მარცხი აქვს. შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ პლეი-ოფის ეტაპი დაიწყება, სადაც ფაჩულის გუნდს ყველა მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ექნება.