ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ევროპული კლასიკო გაიმართა. მიუნხენის ბაიერნმა მადრიდის რეალს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში არტურო ვიდალმა გახსნა, რომელსაც თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ბურთი კარს ააცილა. მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისში რონალდომ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 77-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა და სამეფო კლუბმა გერმანიაში მოიპოვა გამარჯვება. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 18 აპრილს გაიმართება.
დღეს კიდევ 2 მეოთხედფინალური მატჩი ჩატარდა. ატლეტიკომ ლესტერს უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა, დორტმუნდის ბორუსია კი საკუტარ მოედანზე მონაკოსთან 2:3 დამარცხდა.