ევროპა ლიგის მატჩი ლიონი-ბეშიქთაში 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი ტრიბუნებზე ფრანგი და თურქი გულშემატკივრების დაპირისპირება გახდა.
დაპირისპირება ტრიბუნებიდან დაიწყო - თურქული კლუბის მხარდამჭერები ფრანგი ოპონენტების მიმართ პეტარდებს ისროდნენ, რასაც ხელჩართული ჩხუბიც მოჰყვა და მოვლენები მინდორზე გაგრძელდა. საბოლოოდ, სიტუაცია პოლიციის ჩარევის შემდეგ დასტაბილურდა და შეხვედრა დაგვიანებით დაიწყო.