ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბარსელონას პირველობაზე პირველი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა. ქართველმა იაპონელი ტარო დანიელი დამაჯერებლად 6:3, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 9 წუთი გაგრძელდა.
ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის პირველი ათეულის წარმომადგენელი ბელგიელი დავიდ გოფინი იქნება, რომელიც ATPის რეიტინგში მე-10 პოზიციას იკავებს. შეხვედრა 26 აპრილს, თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა დაწყების დრო შეიძლება შეიცვალოს.