20 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
„რუსთავი 2“-ის საქმე სახალხო დამცველის ანგარიშში - ომბუდსმენი სტრასბურგს საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩართვას სთხოვს 

ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშში გამოხატვის თავისუფლების თავში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეც მოხვდა.

სახალხო დამცველი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მიმდინარე პროცესში, მესამე პირის სტატუსით ჩართვას ითხოვს. ნინო ლომჯარიას თქმით, შესაბამისი განცხადება სტრასბურგში უკვე გაგზავნილია. 

„ის პროცესი, რაც წარიმართა საქართველოს საერთო სასამართლოებში, ნამდვილად, აჩენდა კითხვის ნიშნებს, მისასალმებელია, რომ აღნიშნული საკითხი განიხილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და საქართველოს სახალხო დამცველმა თხოვნით მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, რომ მიეცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს შესაბამისი პოზიციები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გამოხატვის თავისუფლების ნაწილში ასევე, მოხდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფაგან მუხთარლის საქმეც. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმეს კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს, რადგან აქ ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დღემდე არ აქვს გაცემული გამოძიებას პასუხები, თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა ან გადაკვეთა აღნიშნულმა პირმა საზღვარი, ასევე, დაზარალებულად არ არის ცნობილი აღნიშნული პირი და გამოძიება ვფიქრობთ, რომ მიმდინარეობს არასწორი კვალიფიკაციით, ვინაიდან, ის რაზეც საუბრობს გაუჩინარებული პირი, ამჟამად, ციხეში მყოფი პირი, ადგილი ჰქონდა სწორედ ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით პირის თავისუფლების აღკვეთას,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები