20 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
პრეზიდენტი პარლამენტში მობრძანდება და ნახავთ, თუ რა თემებზე გააკეთებს აქცენტს - არჩილ თალაკვაძე

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია თარიღთან დაკავშირებით. მან შემოგვთავაზა 2 მაისი და ჩვენ მაშინვე დავუდასტურეთ,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, საკანონდებლო ორგანოში გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენების თარიღთან დაკავშირებით გააკეთა.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის თქმით, 2 მაისს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ რა თემებზე გაამახვილეს პრეზიდენტი ყურადღებას.

„ამ ეტაპზე მხოლოდ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. 2 მაისს ის უკვე პარლამენტში მობრძანდება და მედია და საზოგადოება თავად ნახავს, თუ რა თემებზე გააკეთებს აქცენტს. ჩვენს სათანადოდ მოვემზადებით, რომ ეს დღე კანონით დადგენილი პროცედურით წარიმართოს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციები დასრულებულია. საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით 2 მაისს წარსდგება.

რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე უნდა მივიდეს. სესია 6 თებერვალს გაიხსნა, თუმცა, ამ დრომდე გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში არ გამოცხადებულა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები