17 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
რუსმა სამართალდამცველებმა ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სამი მამაკაცი დააკავეს

ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სამი მამაკაცი დააკავეს. რუსეთის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, დაკავებული პირები საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალული ექსტრემისტული ლიტერატურის შეტანას ცდილობდნენ.

კონკრეტულად რა სახის ექსტრემისტულ მასალაზეა საუბარი უცნობია, უწყების პრესსამსახური ინფორმაციას არ ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ 35 წლამდე ასაკის სამმა მამაკაცმა ძალოვანებში ეჭვი გამოიწვია.

რუსეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათი პირადი ნივთების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ აკრძალული ლიტერატურა აღმოაჩინეს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული ორგანიზაციების აქტივობის პოპულარიზაციისკენ იყო მიმართული.

დღის ამბები