22 დეკემბერი 2024,   16:54
ვრცლად
დაპირისპირება მმართველ გუნდში - ფოფხაძეს, შალელაშვილს და ქანთარიას მმართველი გუნდის კრიტიკისთვის არ უპასუხიათ 

პარლამენტის თავმჯდომარის და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, დეპუტატი გედევან ფოფხაძე ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 

"კურიერმა" ფოფხაძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.

„ქართულმა ოცნებამ“ გედევან ფოფხაძე რელიგიური გრძნობებით მანიპულირებაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი განცხადებებით გედევან ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს.

მმართველი გუნდისგან გასხვავებით პარტიაში დაბრუნების თხოვნით მიმართა გედევან ფოფხაძეს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატი გადაწყვეტილებას შეცვლის და მმართველ გუნდში დაბრუნდება. 

მმართველი გუნდის ლიდერმა და სხვა წევრებმა ასევე შეცდომა უწოდეს,  მათივე თანაგუნდელების  შოთა შალელიშვილის და  ნუკრი ქანთარიას განცხადებებს, რომელიც მათ გედევან ფოფხაძის გუნდიდან წასვლის შესახებ გააკეთეს.

გედევან ფოფხაძის მსგავსად მობილური გამორთული აქვს ნუკრი ქანთარიას და მას თანაგუნდელების კრიტიკისთვის არ უპასუხია. რაც შეეხება შოთა შალელიშვილს, მან თქვა, რომ მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა არ მოუსმენია და შესაბამისად კომენტარს ვერ გააკეთებს.  

დღის ამბები