20 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
ტერორიზმის დაფინანსების მცდელობა და ექსტრემისტული იდეების მხარდაჭერა - სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე გამოწვევებზე საუბრობს 

ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს- ეს განცხადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გააკეთა. 

გრიგოლ ლილუაშვილმა კანონმდებლებს 2017 წლის ანგარიში წარუდგინა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც გასული წლის მანძილზე უსაფრთხოების სამსახურის მუშაობისას გამოიკვეთა.

ანგარიშში მთავარ პრობლემად რუსეთი და რუსული ანექსიის პროცესი სახელდება, ასევე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ტერორიზმთან ბრძოლაა წარმოდგენილი.

ვახტანგ გომელაურის მოადგილის თქმით, სუს-ის მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ საქართველოში რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსებასა და წახალისებას.

„ისლამური სახელმწიფო“ გააძლიერებს იდეოლოგიურ მუშაობას და თანამედროვე ტექნოლოგიების მათ შორის სოციალური მედიის გამოყენებით, რაც შეიძლება მეტი ადამიანის რადიკალიზაციას და გადაბირებას შეეცდება.
2017 წელს საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვანი ზოგ შემთხვევაში კი კრიტიკული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა

ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს.

„ისლამურ სახელმწიფოს“ სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც შეიძლება ჰყავდეს მხარდამჭერები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში იმოქმედებენ ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მიღებული დავალებების შესაბამისად“- აცხადებს ლილუაშვილი.

დღის ამბები