20 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
"ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების სასოწარკვეთილი მცდელობა გადაეფარონ ბატონ ივანიშვილს" - ოპოზიცია "Freedom House-ის ანგარიშზე კობახიძის კრიტიკას ეხმაურება

"Freedom House"-ის დასკვნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას, რომელმაც გავლენიანი ორგანიზაცია ტენდენციური ანგარიშის მომზადებაში დაადანაშაულა, საპარლამენტო უმცირესობა ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება სხვა არაფერია თუ არა უცოდინარობა ან რეალური პრობლემების იგნორირება. სალომე სამადაშვილის განცხადებით „Freedom House"  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველზე მაღალი რეპუტაციის მქონდე ორგანიზაციაა , რომლის ანგარიშს სხვადასხვა ქვეყნები სახელმძღვანელოდ იყენებენ. 

"ის ანგარიში, რომელიც დაიდო ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მე ვფიქრობ, რომ პირდაპირ  საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მათ შორის ნატოს სამიტის წინასწარ ეს ძალიან ცუდი გზავნილი. საქართველოს ხელისუფლება თუ ვერ აფასებს რეალურად თუ რამხელა სტრატეგიულ საფრთხეს წარმოადგენს მსგავსი ანგარიშის გამოქვეყნება, ეს მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ  საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის ან იცის ან არ იზიარებს რეალურად იმ სტრატეგიულ ამოცანებს რომლებიც ამ ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა  განახორციელოს იმისთვის, რომ გადაარჩინოს საკუთარი სახელმწიფოებრიობა,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საზოგადოებაში არსებული პრობლემებისათვის თავის არიდების მცდელობად აფასებს ირაკლი კობახიძის განცხადებას ირაკლი აბესაძე. „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს როგორმე გადაეფაროს ბიძინა ივანიშვილს და ამის გარდა მას არაფერი აინტერესებს.

„არაფორმალური მმართველობა, ზეწოლა თავისუფალ მედიაზე, კორუფცია სასამართლო სისტემაში - ამ ძალიან მძიმე გამოწვევების ფონზე სამწუხაროდ "ქართული ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას და ნაცვლად იმისა, რომ ვნახოთ პრობლემებისთვის თვალის გასწორება  და ამ პრობლემის მოგვარების გზებზე საუბარი, ჩვენ ვნახეთ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლების სასოწარკვეთილი მცდელობა გადაეფარონ მხოლოდ და მხოლოდ ბატონ ივანიშვილს და და დაიცვან ივანიშვილის ინტერესები. ეს ცალსახად მიუთითებს არა მხოლოდ მათ შიდა პარტიულ კრიზისზე, არამედ ფაქტობრივად სახელმწიფოებრივ კრიზისზე. პრობლემებს, რომლებიც ადამიანებს ყოველ დღიურად ურთულებენ ცხოვრებას დღეს ხელისუფლებას არ აინტერესებს. ვერ ხედავს. მათი საზრუნავი არის მხოლოდ ივანიშვილი,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები