20 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
"Freedom House"-ის მოსაზრებებს სერიოზულად ადევნებენ თვალყურს ჩვენი პარტნიორები და ეს არის ყურადსაღები"-ანა ნაცვლიშვილი

ძალიან სერიოზული და ყურადსაღებია - ასეთია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შეფასება "Freedom House"-ის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკის ობიექტი გახდა. ირაკლი კობახიძემ ანგარიშს ტენდენციური უწოდა. ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს,  რომ იმ პრობლემებზე, რომელიც დასკვნაში მოხვდა, საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლებას გაცილებით ადრე აფრთხილებდა.

„ჯერ კიდევ ამ პრობლემების ადრეულ ეტაპზე ხაზგასმულ იქნა პრეზიდენტის მხრიდან, რომ  ამ მიმართულებებით იყო ეს სასამართლო, მედია თუ ა.შ. ქვეყანას ჰქონდა სერიოზული გამოწვევები და რომ ეს თემები იყო მისახედი. სამწუხაროა, რომ არ მოხდა ამ მიმართულებით საკითხების გადაჭრა და ახლა უკვე ამ თემებზე ღიად და კრიტიკულად საუბრობს საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია. ბუნებრივია ფრიდომ ჰაუსის მოსაზრებებს სერიოზულად ადევნებენ თვალყურს ჩვენი პარტნიორები და ეს არის ყურადსაღები ჩვენთვისაც,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები