20 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
"მე ვფიქრობ, რომ Freedom House კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას ავრცელებს"-პრემიერი

უკიდურესად დაუბალანსებელი და არაობიექტური - პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, "Freedom House"-ის ანგარიშს პრემიერიც აკრიტიკებს. გიორგი კვირიკაშვილი თვლის, რომ გავლენიანი ორგანიზაცია უნდა კარგად დაფიქრდეს სანამ მსგავსი შენაარსის შემცველ დასკვნას გამოაქვეყნებს.

„Freedom House"-ის შეფასება არის უკიდურესად არაობიექტური. არის აბსოლუტურად დაუბალანსებელ  ინფორმაციაზე დაყრდნობილი და მე ვფიქრობ, რომ "Freedom House" კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას ავრცელებს და შეფასებებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები