ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება დაამტკიცა.
თანხა საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისთვის არის გათვალისწინებული.
ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების გაცემის ერთ-ერთი პირობა, საქართველოს მიერ დემოკრატიული მექანიზმებისა და კანონის უზენაესობას პატივისცემა, ასევე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების არსებობაა.
პირობები ასევე მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა შესრულების ვადები საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის მემორანდუმში იქნება გაწერილი.