ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონი დაპირისპირების შემდეგ ამხანაგურ მატჩს დღეს დაეთმობა.
ამ ინიციატივით კახი კალაძე მას შემდეგ გამოვიდა, რაც ადგილობრივებსა და უცხოელ სტუდენტებს შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ურეკავენ ამ ფეხბურთელებს, აშანტაჟებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ შეხვედრაში. ეს თამაში შედგება, ფეხბურთელები ითამაშებენ და ეს სამართლებრივი მხარე, რაც არის გაგრძელდება და რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა დადგინოს, რა მოხდა.
"სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს, რაც არ უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვინც ეწინააღმდეგება ზოგადად, ქვეყნის განვითარებას, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებას, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენს მამულს, ენას ვერაფერი ამ ყველაფერს ვერ შეაჩერებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მატჩი დღეს საღამოს 6 საათზე დაიწყება და ამასში მონაწილეობას თბილისის მერიც მიიღებს.
ნიგერიელ სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება, თითქმის, ერთი კვირის წინ მოხდა.
უცხოელი სტუდენტების თქმით, მათ ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სტადიონიდან გამოაძევეს.
ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ სტუდენტები სტადიონზე ბავშვებს არ ათამაშებდნენ და სწორედ ამის გამო დაიწყო დაპირისპირება.